ავტორიზაცია

უეფამ ერიქსენი, მისი მეუღლე და გადამრჩენელი ექიმები ევრო 2020-ს ფინალზე დაპატიჟა

უეფამ ერიქსენი, მისი მეუღლე და გადამრჩენელი ექიმები ევრო 2020-ს ფინალზე დაპატიჟა
თარიღი 06 ივლ 2021, 19:58

უეფამ დანიის ნაკრების ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი, მისი მეუღლე და ექიმები, რომლებმაც ფეხბურთელის სიცოცხლე გადაარჩინეს, ევრო 2020-ს ფინალურ მატჩზე დაპატიჟა.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, დანია - ფინეთის პირველი ტაიმის მიწურულს, ერიქსენი გაზონზე დაეცა და წამოდგომა ვერ მოახერხა. სპორტსმენს ექიმებმა წამიერი დახმარება აღმოუჩინეს. როგორც გაირკვა, ნახევარმცველს გულის შეტევა ჰქონდა.

უშუალოდ მოედანზე, ექიმები ერიქსენს 15 წუთის მანძილზე ეხმარებოდნენ, შემდეგ კი გონზე მოიყვანეს და საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მატჩი ამის გამო საათნახევრით შეწყდა. 29 წლის ფეხბურთელი საავადმყოფოდან გაწერეს და მას გულში კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუდგეს.

ESPN-ს ინფორმაციით, უეფასგან სპეციალური დაპატიჟება ერიქსენმა, მისმა მეუღლემ და ექვსმა ექიმმა უკვე მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდნენ თუ არა ისინი ამ დაპატიჟებას. 

ევრო 2020-ს ფინალი 11 ივლისს, ლონდონში სტადიონ „უემბლიზე“ გაიმართება. საინტერესოა, რომ ერიქსენის ნაკრებს ამ ტურნირის ფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს - ხვალ, გუნდი მეორე ნახევარფინალში ინგლისს დაუპირისპირდება.