ავტორიზაცია

"ჩემ საოცნებო კლუბში გავაგრძელებ თამაშს" - ტადიჩმა მილანი გამორიცხა

"ჩემ საოცნებო კლუბში გავაგრძელებ თამაშს" - ტადიჩმა მილანი გამორიცხა
თარიღი 06 ივლ 2021, 22:15

„მილანის“ სამიზნემ, „აიაქსის“ შემტევმა დუშამ ტადიჩმა, საკუთარ მომავალზე ძალიან კონკრეტული და გასაგები განცხადება გააკეთა.

როგორც იცით, „როსონერიმ“ სერბი ფეხბურთელის შეძენა სცადა, თუმცა შემოთავაზება „აიაქსმა“ დაბლოკა და განაცხადა, რომ ტადიჩი არაფრის ფასად არ იყიდება.

ახლა კი, ეს თავად ტადიჩმაც დაადასტურა:

„მე „აიაქსში“ ვრჩები, ჩემი ოცნების კლუბში, საიდანაც არსად არ წავალ.“ - აღნიშნა ტადიჩმა ჰოლანდიურ პრესასთან საუბარში.

32 წლის ფეხბურთელი კარიერას „ვოივოდინაში“ იწყებდა, საიდანაც 2012 წელს „გრონინგენში“ გადავიდა, შემდეგ მის კარიერაში იყო „ტვენტე“, „საუთჰემპტონი“ და ბოლოს „აიაქსი“, რომელშიც ის 2018 წელს გადავიდა და დღემდე ამსტერდამული გუნდის ღირსებას იცავს.