ავტორიზაცია

შმეიხელი: "ფეხბურთი სახლში ბრუნდება? კი მაგრამ, ოდესმე მაინც დაბრუნებულა? ერთხელ მაინც მოგიგიათ?"

შმეიხელი: "ფეხბურთი სახლში ბრუნდება? კი მაგრამ, ოდესმე მაინც დაბრუნებულა? ერთხელ მაინც მოგიგიათ?"
თარიღი 06 ივლ 2021, 22:24

დანიის ნაკრების მეკარემ, კასპერ შმეიხელმა, ევრო 2020-ს ნახევარფინალზე ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდის მეტოქე ინგლისი იქნება.

მატჩი ხვალ, 7 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება.

- გსმენიათ ფრაზა: „ფეხბურთი სახლში ბრუნდება“? (Football’s coming Home - სიმღერა, რომელიც ინგლისისთვის 1996 წლის საშინაო ევროს მიეძღვნა). რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ ფეხბურთი სახლში არ დაბრუნდეს?

- ის ოდესმე მაინც დაბრუნებულა სახლში? ერთხელ მაინც მოგიგიათ (ევრო)? 

- 1966-ში.

- კი, მაგრამ ეს მსოფლიო ჩემპიონატი იყო.“ - იხუმრა შმეიხელმა.

ევრო 2020-ზე ინგლისის ნაკრებს ჯერ გოლი არ აქვს გაშვებული - გუნდმა ჯგუფში 3-დან 2 მატჩი მოიგო, მერვედფინალში გერმანიის ბარიერი გადალახა (2:0), მეოთხედფინალში კი - უკრაინის (4:0).

რაც შეეხება დანიას, გუნდმა ჯგუფში პირველი ორი მატჩი დათმო, შემდეგ რუსეთი გაანადგურა (4:1) და მერვედფინალში გავიდა, სადაც უელსს სძლია (4:0), 1/4-ფინალში კი ჩეხეთს მოუგო (2:1).