VIDEO: "ახლა იცეკვე! მიდი, იცეკვე", - ლეო მესი ყოფილ თანაგუნდელს, აცილებული პენალტის შემდეგ
არგენტინისა და კოლუმბიის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
კოლუმბიელთა მხრიდან ერთ-ერთი დარტყმა „ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა, იერი მინამ გააფუჭა, რაზეც კამერებმა დააფიქსირეს, რომ ლეო მესიმ რამდენჯერმე დაუყვირა: „ახლა იცეკვე! ახლა იცეკვე!“
შეგახსენებთ, რომ ურუგვაისთან მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, მინამ ზუსტად შესრულებული პენალტი ცეკვით აღნიშნა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ 11 ივლისს კოპა ამერიკაზე ფინალის დღეა - 04:00 საათზე, ერთმანეთს ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ასე აღნიშნა მინამ ურუგვაისთან გატანილი პენალტი: