ავტორიზაცია

დინამო თბილისი დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს [შემადგენლობა, კომენტარები]

დინამო თბილისი დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს [შემადგენლობა, კომენტარები]
თარიღი 07 ივლ 2021, 11:22

დღეს, "დინამო არენაზე" გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "დინამო თბილისსა" და ბაქოს "ნეფტჩის" შორის.

წინა წლისგან განსხვავებით, ამ ზაფხულს უეფა ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა და მატჩები 2-თამაშიანი იქნება.

ამ მნიშვნელოვანი შეხვედრიდან რამდენიმე დღით ადრე "დინამო" ესპანელმა მცველმა ვიქტორ მონხილმა და ლუკა გაგნიძემ დატოვა.

სამაგიეროდ, კახა ცხადაძემ ტრანსფერი განახორციელა და 26 წლის შემტევი ნახევარმცველი - ბარნს ოსეი დაიმატა.

"დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის 21-ე ტურში უშუალო კონკურენტ "დინამო ბათუმთან" წააგო და მეორე ადგილზეა.

რაც შეეხება "ნეფტჩის", ბაქოელებმა "დინამოსთან" მატჩამდე 3 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს - ერთი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს, ერთი კი წააგეს. სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდი გამოცდილმა იაპონელმა კეისუკე ჰონდამ დატოვა.

"ნეფტჩის თამაშები კარგად განვიხილე. ისინი საკმაოდ ძლიერები არიან და კარგ ფეხბურთს თამაშობენ. უნდა ვეცადოთ, რომ შედეგის მისაღწევად, ნეფთჩის პლუსების წარმოჩენაში ხელი შევუშალოთ და მათი მინუსები მაქსიმალურად ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.", - კახა ცხადაძე.

"ნეფთჩი ძალიან ძლიერი გუნდია, ამომწურავ ინფორმაციას ვლოფბთ ნეფთჩის თითოეულ ფეხბურთელზე და ზოგადად გუნდზე. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, დანარჩენი ხვალ მოედანზე გამოჩნდება." - გიორგი პაპავა.

"სიმართლე გითხრათ, ძალიან ვღელავთ და იმედია, ეს დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას არ გამოჩნდება. დღევანდელი თამაში ძალიან დაძაბული იქნება. დინამო კარგად შევისწავლეთ, თეორიულად მათ კარგად ვიცნობთ და ვნახოთ, პრაქტიკაში რა გამოვა. დინამო დიდი ტრადიციების ისტორიული გუნდია, რომელიც დიდი ხანი თასების მოსაგებად იბრძოდა", - სამირ აბასოვი.

"დინამო თბილისი" - ბაქოს "ნეფტჩი" 

ჩემპიონთა ლიგა, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

ადგილი/დრო: "დინამო არენა" (თბილისი), 20:00

მთავარი მსაჯი: დავიდ ფუქსმანი (ისრაელი)

სავარაუდო შემადგენლობა:

როინ კვასხვაძე, სადიო ბენიო, დავით კობოური, გიორგი პაპავა, ფაბიან სპორსკლეიდი, ლევან ხარაბაძე, ბაქარ ქარდავა, გიორგი კუცია, მილან რადინი, გიორგი გაბედავა, ზორან მარუშიჩი.