ავტორიზაცია

დანიის მწვრთნელი: "ინგლისს სუსტი წერტილები არ გააჩნია, მაგრამ შევეცდებით, მისი დამარცხების გზა ვიპოვნოთ"

დანიის მწვრთნელი: "ინგლისს სუსტი წერტილები არ გააჩნია, მაგრამ შევეცდებით, მისი დამარცხების გზა ვიპოვნოთ"
თარიღი 07 ივლ 2021, 13:09

დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კასპერ იულმანდმა, ინგლისთან მოახლოვებულ ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

შეხვედრა დღეს, 7 ივლისს, 23:00 საათზე, ლონდონში სტადიონ „უემბლიზე“ გაიმართება.

„არ ვაპირებთ ინიციატივის მარტივად დათმობას და საკუთარ სტილზე უარის თქმას. შევეცდებით, მაქსიმალურად აქტიურად ვითამაშოთ და საინტერესო ფეხბურთი ვაჩვენოთ.

კარგად ვხვდებით, რომ ინგლისელებიც იგივეს გაკეთებას შეეცდებიან. ისინი მატჩს იგივე განწყობით მიუდგებიან და ეს იქნება ბრძოლა ინიციატივისთვის, უნდა ვეცადოთ, მეტოქეზე ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ.

ინგლისს სუსტი წერტილები არ გააჩნია. ყველაფერს წვრილმანები გადაწყვეტს, ჩვენ საკუთარი კოზირებით უნდა ვითამაშოთ. მათ შვიდ მატჩში არცერთი გოლი არ გაუშვიათ, რაც მათ სიძლიერეს უსვამს ხაზს. მაგრამ, ჩვენ ინგლისის ნაკრების დამარცხების გზის პოვნას შევეცდებით.“ - აღნიშნა იულმანდმა.