ავტორიზაცია

ეროვნული ლიგა - ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი თელაველია

ეროვნული ლიგა - ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი თელაველია
თარიღი 07 ივლ 2021, 16:10

მოგეხსენებათ, ყოველი თვის ბოლოს სპორტული გამოცემა GOAL.GE ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს.

ჩვენი ვერსიით, ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი "თელავის" შემტევი შოთა შეყილაძე გახდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ თვეში 2 გოლი გაიტანა, ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა და ყველა მატჩში გამორჩეული იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ "თელავს" უკვე ზედიზედ 4 მატჩია არ წაუგია და მიქაძის ხელმღვანელობის გუნდმა უკვე 3 შეხვედრა მოიგო, რაშიც დიდი წვლილი სწორედ შეყილაძემ შეიტანა.