ავტორიზაცია

დღეს მეორე ფინალისტიც გაირკვევა! - ინგლისისა და დანიის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

დღეს მეორე ფინალისტიც გაირკვევა! - ინგლისისა და დანიის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
თარიღი 07 ივლ 2021, 21:49

დღეს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისისა და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან და ტურნირის მეორე ფინალისტიც გაირკვევა.

გუნდების ძირითადი შემადგენლობები უკვე ცნობილია. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.

ინგლისი: პიკფორდი, უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ, ფილიპსი, რაისი, საკა, მაუნტი, სტერლინგი, კეინი

დანია: შმეიხელი, კრისტენსენი, კიაერი, ვესტერგაარდი, ლარსენი, ჰოიბერგი, დელანი, მეჰლე, ბრეიტუეიტი, დამსგაარდი, დოლბერგი

მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის პირველი ფინალისტი იტალიაა, რომელმაც გუშინ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1, 4:2).