ავტორიზაცია

კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ - დინამო თბილისი ნეფტჩისთან დამარცხდა [VIDEO]

თარიღი 07 ივლ 2021, 21:53

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "დინამო თბილისი" და ბაქოს "ნეფტჩი" დაუპირისპირდნენ.

სტუმრები თამაში აქტიურად დაიწყეს და ანგარიში 23-ე წუთზე გახსნეს. ალაგაროვმა წინ გამოსული კვასხვაძე დაინახა და ბურთი თავზე გადაუგდო.

გაშვებული გოლის შემდეგ, "დინამო გააქტიურდა და 4-5 რეალური მომენტი შექმნა, თუმცა მეტოქე გუნდის მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ბაქოელთა კიპერი მარუშიჩის დარტმულს ვეღარ გაუმკლავდა - 36-ე წუთზე სერბმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის სტარტზე შეცდომა ხარაბაძემ დაუშვა, რასაც პენალტი და გოლი მოჰყვა.

საბოლოოდ, "ნეფტჩიმ" ანგარიში შეინარჩუნა, 2:1 მოიგო და განმეორებითი მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. განმეორებითი მატჩი ბაქოში, ერთ კვირაში შედგება.