ავტორიზაცია

ნეფტჩის მწვრთნელი: "რისთვისაც ჩამოვედით, ის გავაკეთეთ"

ნეფტჩის მწვრთნელი: "რისთვისაც ჩამოვედით, ის გავაკეთეთ"
თარიღი 07 ივლ 2021, 22:13

"დინამო თბილისთან" მოგებული 2:1 მატჩის შემდეგ კომენტარი "ნეფტჩის" თავკაცმა სამირ აბასოვმა გააკეთა.

"როგორც მატჩის წინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, საკმაოდ რთული მატჩი გვქონდა და ეს ლოგიკურიც იყო. დინამომ საკმაოდ კარგად ითამაშა.

ბიჭებს ვუთხარი, რომ მთავარი კარგი ხასიათით გამოსვლა და ბოლომდე ბრძოლა იყო, რაც ბიჭებმა კარგად გააკეთეს და რისთვისაც ჩამოვედით, ის გავაკეთეთ.

თუმცა დასრულებული ჯერ არაფერია. ისეთი ანგარიშია, რომ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს და ყველაფერი ბაქოში გადაწყდება.

რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გვყავდა და შეთამაშება გვჭირდებოდა. შემდეგში უფრო შემტევ ფეხბურთს შემოგთავაზებთ", - განაცხადა აბასოვმა.