კახა ცხადაძე: "ძნელია, ჩვენს ფეხბურთელებს რამე უსაყვედურო..."
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაიო ეტაპზე "დინამო თბილისი" შინ ბაქოს "ნეფტჩის" დაუპირისპირდა და 2:1 წააგო.
მატჩის შემდეგ კომენტარი დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გააკეთა.
"უპირატესობას ვფლობდით, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ წავაგეთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს.
ძნელია, ფეხბურთელებს რამე უსაყვედურო. პირველ ნახევარში ჩვენმა ტაქტიკამ გაამართლა, თუმცა მეტოქი მეკაემ კარგი ბურთები მოიგერია. შინ წავაგეთ, თუმცა სტუმრად გამარჯვებაზე უნდა ვითამაშოთ.
თუ ნეფტჩის მინუსებს ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენებთ, შეგვიძლია, რომ სტუმრად სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.
ყველა საყვედურს ვიღებ, მაგრამ დამერწმუნეთ, ბოლო ერთი თვე ნორმალურად არ გვივარჯიშია. ყოველი 72 საათის შემდეგ თამაში გვქონდა. ამ ყველაფრის ფონზე, ვთვლი, რომ დღეს წაგებას არ ვიმსახურებდით.
საქართველოში უნდა დასრულდეს - კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, თუმცა დღესაც ასე მოხდა. თუ გულშემატკივარს გული ვატკინეთ, ბოდიშს მოვუხდით. ", - განაცხადა ცხადაძემ.