ავტორიზაცია

VIDEO: დანიის ზღაპარი დასრულდა! ინგლისი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალს ითამაშებს

თარიღი 08 ივლ 2021, 01:36

ევრო 2020-ს მეორე ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებმა დამატებით დროში დანიას 2:1 მოუგო.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა - ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. ანგარიში დანიამ დამსგაარდის ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა, ინგლისელებმა კი წონასწორობა ავტოგოლით აღადგინეს - ეს საკუთარ კარში ჩაჭრა ევრო 2020-ზე უკვე მეთერთმეტე აღმოჩნდა, რაც დიდი ხანია უკვე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

შედეგად, საქმე დამატებით დროში გადავიდა, სადაც ინგლისმა პირველივე ტაიმში მეტოქეზე დიდი ზეწოლა განახორციელა და რაჰიმ სტერლინგმა პენალტი მოიპოვა (საკმაოდ საეჭვო), რომელიც ჰარი კეინმა შეასრულა - კასპერ შმეიხელმა „ტოტენჰემის“ ფორვარდის დარტყმული მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კეინმა ყველას დაასწრო და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

დარჩენილ დროში დანიამ ვეღარაფერი გააწყო და ინგლისის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, ფინალურ დაპირისპირებაში ითამაშებს.

გადამწყვეტ მატჩში ინგლისის ნაკრებს მეტოქე იტალია იქნება, მატჩი ლონდონში, „უემბლიზე“, 11 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება.