ავტორიზაცია

ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დიდ ტურნირებზე - ჰარი კეინმა ინგლისელი ლეგენდა ჩამოიტოვა

ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დიდ ტურნირებზე - ჰარი კეინმა ინგლისელი ლეგენდა ჩამოიტოვა
თარიღი 08 ივლ 2021, 02:01

ინგლისის ნაკრების ლიდერმა, ჰარი კეინმა, დანიის ნაკრების კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ევრო 2020-ს ფინალში გაიყვანა.

„ტოტენჰემის“ ფორვარდის დარტყმული კასპერ შმეიხელმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას თავად კეინმა დაასწრო და გოლი მაინც შეაგდო.

ამ გოლით, კეინს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ინგლისის ნაკრების მაისურით უკვე 10 გოლი დაუგროვდა და მან ამ მაჩვენებლით უკან ალან შირერი (9) ჩამოიტოვა.

ამჟამად, კეინი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობის ჩამონათვალში პირველ ადგილს გარი ლინეკერთან იყოფს, რომელმაც ამ ტურნირებზე „სამი ლომის“ მაისურით ასევე 10 გოლის გატანა შეძლო.

ევრო 2020-ს ფინალური მატჩი 11 ივლისს გაიმართება და მასში ინგლისის და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.