ავტორიზაცია

ვის შეხვდება ვაისის, კაშიასა და კანკავას გუნდი შემროკის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში?

ვის შეხვდება ვაისის, კაშიასა და კანკავას გუნდი შემროკის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში?
თარიღი 08 ივლ 2021, 15:51

ბრატისლავას "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის სადებიუტო შეხვედრაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ.

სლოვაკურმა გუნდმა საკუთარ კედლებში დაამარცხა "შემროკ როვერსი", ანგარიშით 2:0. "ლურჯების" უპირატესობა იქნებოდა კიდევ უფრო დიდი, რომ არა ვლადიმირ ვაის-უმცროსის გაცუდებული 11-მეტრიანი.

იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმირ ვაის-უფროსის გუნდი განმეორებით შეხვედრაში არ გაანიავებს აღნიშნულ უპირატესობას, შესარჩევის მეორე რაუნდში გადავა.

"სლოვანის" მოწინააღმდეგე იქნება "იანგ ბოიზი", რომელიც წლევანდელ საკვალიფიკაციოში პირდაპირ მეორე ეტაპიდან ერთვება.

შეგახსენებთ, ბრატისლავაში თამაშობენ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, რომლებმაც "კელტების" დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანეს.