ავტორიზაცია

მარსელმა შეიძლება ბენ არფა დაიბრუნოს

მარსელმა შეიძლება ბენ არფა დაიბრუნოს
თარიღი 08 ივლ 2021, 17:46

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ჰატემ ბენ არფა შეიძლება "მარსელის" ფეხბურთელი გახდეს.

34 წლის ნახევარმცველს "ბორდოსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და უკლუბოდაა.

L'Equipe იტყობინება, პროვანსალელთა მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლია გამოცდილი ფრანგით დაინტერესებული, ვისთან ერთადაც მუშაობა ჯერ კიდევ "სევილიაში" ყოფნისას უნდოდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ჩაიშალა. ახლა კი, სპეციალისტი ეცდება მისი შეძენის საჭიროებაში "მარსელის" პრეზიდენტი დაარწმუნოს.

ბენ არფა "ბორდოს" გასულ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 2020/21 წლების სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, ბენ არფას "მარსელში" უკვე უასპარეზია - 2008 წლიდან 2010 წლამდე.