ავტორიზაცია

ბაზელი ინტერის თავდამსხმელს უმიზნებს

ბაზელი ინტერის თავდამსხმელს უმიზნებს
თარიღი 08 ივლ 2021, 18:01

"ბაზელი" მზად არის "ინტერის" თავდამსხმელი, სებასტიანო ესპოზიტო 3 მილიონ ევროდ იყიდოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუნდების წარმომადგენლებმა შეხვედრა უკვე დაგეგმეს, ტრანსფერის დეტალების განსახილველად.

მოქმედი კონტრაქტის ვადა ფეხბურთელს "ინტერთან" 2025 წლის ივნისში ეწურება.

19 წლის იტალიელი გასულ სეზონში "ვენეციაში" ირიცხებოდა, სადაც 28 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი ასისტი გააკეთა.