ავტორიზაცია

ტადიჩმა აიაქსში საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

ტადიჩმა აიაქსში საკუთარ მომავალს ფარდა ახადა
თარიღი 08 ივლ 2021, 18:04

"აიაქსის" თავდამსხმელმა და კაპიტანმა, დუშან ტადიჩმა განაცხადა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლა არ უნდა.

"აიაქსში" ვრჩები. ეს ჩემი ოცნების კლუბია, ამსტერდამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, იქ თამაში მომწონს", - ციტირებს ტადიჩის სიტყვებს De Telegraaf.

ტადიჩი "აიაქსში" 2018 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. 2020/21 წლების სეზონში ფორვარდმა 51 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 26 შედეგიანი პასი გააკეთა.

3 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის სერბით "მილანი" ინტერესდება.