ავტორიზაცია

ეიბარმა კიევის დინამოს თავდამსხმელი ინათხოვრა

ეიბარმა კიევის დინამოს თავდამსხმელი ინათხოვრა
თარიღი 08 ივლ 2021, 18:32

"ეიბარმა" კიევის "დინამოს" თავდამსხმელი, ფრან სოლი იჯარით დაიმატა, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

ხელშეკრულება 2021/22 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

29 წლის ესპანელმა გასული სეზონი იჯარით "ტენერიფეში" გაატარა, სადაც 37 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მოგეხსენებათ, "ეიბარმა" 2020/21 წლების სეზონში ლა ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა.