ავტორიზაცია

არსენალი ბრაიტონის მცველს შეუთანხმდა

არსენალი ბრაიტონის მცველს შეუთანხმდა
თარიღი 08 ივლ 2021, 18:50

"ბრაიტონის" მცველი, ბენ უაიტი "არსენალში" გადასვლასთან არის ახლოს.

23 წლის ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ბენ უაიტის შესაძენად "არსენალი" "ბრაიტონს" უნდა შეუთანხმდეს და ყველა ფინანსური დეტალი მოაგვაროს. მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა.

2020/21 წლების სეზონში უაიტმა "ბრაიტონის" რიგებში 39 მატჩი ჩაატარა.