ავტორიზაცია

"ბუსკეტსმა თავი დაბალი ლიგის ფეხბურთელად მაგრძნობინა", - ფერდინანდმა 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა

"ბუსკეტსმა თავი დაბალი ლიგის ფეხბურთელად მაგრძნობინა", - ფერდინანდმა 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა
თარიღი 08 ივლ 2021, 22:57

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, სადაც მისი გუნდი "ბარსელონასთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

"ეს იყო აქ, "უემბლიზე" და იმ მატჩში "ბარსელონამ" დაგვცინა. საკმარისად თავდაჯერებულები არ ვიყავით", - აცხადებს ვეტერანი ინგლისელი.

"ცდილობ აუტის შემდეგ ბუსკეტსს ბურთი აართვა, ყვირი: "მომეცით ბურთი, მომეცით ბურთი". ის კი ამბობს: "არა, ფერდინანდ, ვიდიჩ... ბუმ, ბუმ, ბუმ". ბუსკეტსის გამო, თავს დაბალი ლიგის ფეხბურთელად ვგრძნობდი".

"იმ თამაშში ბუსკეტსი ბოსი იყო. შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლისთვისაც თვალყურის მიდევნება სასიამოვნოა", - თქვა ფერდინანდმა ВВС-სთან ინტერვიუში.