ავტორიზაცია

რუი პატრისიო ვულვერჰემპტონიდან რომაში გადადის

რუი პატრისიო ვულვერჰემპტონიდან რომაში გადადის
თარიღი 08 ივლ 2021, 23:05

"რომამ" 10 მილიონ ევროდ "ვულვერჰემპტონის" მეკარე, რუი პატრისიო იყიდა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი კიპერი რომში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

2020/21 წლების სეზონში პატრისიომ პრემიერ ლიგაში 37 მატჩი ჩაატარა, საკუთარი კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა და 51 გოლი გაუშვა.

Transfermarkt-ის ვერსიით, 33 წლის პორტუგალიელი კარის დარაჯის სატრანსფერო ფასი 9 მილიონ ფუნტს შეადგენს.