ავტორიზაცია

მარსელმა რომას გოლკიპერის ტრანსფერი დაადასტურა

მარსელმა რომას გოლკიპერის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 08 ივლ 2021, 23:19

"მარსელი" "რომას" გოლკიპერ პაუ ლოპესის არენდაზე შეუთანხმდა, იუწყება კლუბის ოფიციალური პრესსამსახური.

იჯარა ერთ წელიწადზეა გათვლილი. ფრანგულ კლუბს კონტრაქტის შესყიდვის უფლება ექნება. გარიგების გაფორმების წინ, "მარსელს" ისღა დარჩენია ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმოს.

26 წლის ესპანელმა გასულ სეზონში "რომას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაუშვა და 9-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

Transfermarkt-ის ვერსიით, პაუ ლოპესის სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.