ზალცბურგის ნახევარმცველი ბრაიტონში გადავიდა
"ბრაიტონმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით "ზალცბურგის" ნახევარმცველის, ენოკ მვეპუს შეძენა დაადასტურა.
ზამბიის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2020/21 წლების სეზონში მვეპუმ "ზალცბურგის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, "ბრაიტონის" ახალწვეულის სატრანსფერო ფასი 11,7 მილიონ ფუნტს შეადგენს.