VIDEO: განადგურებული მეტოქე, ბათუმი არენა ანშლაგის მოლოდინში - 0:4 სტუმრად
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაიო ეტაპზე "დინამო ბათუმი" "ტრე პენეს" დაუპირისპირდა და 0:4 გაანადგურა.
ბათუმელებმა ყველაფერი პირველ 20 წუთში დაასრულეს, როცა 3 გოლი გაიტანეს.
ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გახსნა, რასაც ვლადიმერ მამუჩაშვილისა და ჯაბა ჯიღაურის გოლები მოჰყვა.
მეორე ნახევარში გია გეგუჩაძემ კორექტივები შეიტანა და რამდენიმე ცვლილება განახორციელა.
მიუხედავად ცვლილებებისა, ბათუმელებმა ტემპი არ დააგდეს, გოლიც გაიტანეს და 4:0 მოიგეს.
ბათუმი არენა კი ევროტურნირების პირველი მატჩის და ანშლაგის მოლოდინშია. განმეორებითი მატჩი 15 ივლისს შედგება