ავტორიზაცია

ყველაფერი თბილისში გადაწყდება - გაგრა სტუმრად დამარცხდა

ყველაფერი თბილისში გადაწყდება - გაგრა სტუმრად დამარცხდა
თარიღი 09 ივლ 2021, 01:01

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაგრა" სტუმრად მონტენეგროს "სუტიესკას" დაუპირიპირდა.

 მე-17 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. თავი ვუკოვიჩმა გამოიჩინა.

გაშვებული გოლის შემდეგ, გაგრელებს შანსები ჰქონდათ, თუმცა საქმე გოლამდე არ მისულა.

საბოლოოდ, "სუტიესკამ" ეს ანგარიში შეინარჩუნა და ქართული კლუბი 1:0 დაამარცხა.

ყველაფერი კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15 ივლისს გაირკვევა