ავტორიზაცია

ფიორენტინადან წასული რიბერი მარსელში არ დაბრუნდება

ფიორენტინადან წასული რიბერი მარსელში არ დაბრუნდება
თარიღი 09 ივლ 2021, 12:35

"ფიორენტინას" აწ უკვე ექს-ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, რომელსაც "იებთან" კონტრაქტი ამოეწურა, "მარსელში" არ დაბრუნდება.

როგორც Canal+ იტყობინება, ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა, პაბლო ლონგორიამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, 38 წლის ფრანგს პატივს სცემს, მაგრამ გუნდი მის პოზიციაზე გასაძლიერებელი არ არის.

რიბერი "მარსელში" 2005 წლიდან 2007 წლამდე ასპარეზობდა. პროვანსალელთა რიგებში მან 89 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი პასი გააკეთა.

გასულ სეზონში ვეტერანმა 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მეტოქის კარი ორჯერ აიღო და 6 ასისტიც მიითვალა.