ავტორიზაცია

ბენფიკა და ბეტისი უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს უმიზნებენ

ბენფიკა და ბეტისი უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს უმიზნებენ
თარიღი 09 ივლ 2021, 12:56

უკრაინის ნაკრების თავდამსხმელის, რომან იარემჩუკის მსურველთა სიას კიდევ ორი კლუბი დაემატა.

როგორც ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იუწყება, 25 წლის ფეხბურთელისთვის "ბენფიკა" იბრძვის, რომელიც მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

გამოცემა Elgoldigital, თავის მხრივ, ესპანეთის ჩემპიონატიდან არსებულ ინტერესზე წერს - საუბარია "ბეტისზე".

გასულ სეზონში იარემჩუკმა "გენტის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.