ავტორიზაცია

ლუის ალბერტო ლაციოს დატოვებას გეგმავს

ლუის ალბერტო ლაციოს დატოვებას გეგმავს
თარიღი 09 ივლ 2021, 13:49

"ლაციოს" ნახევარმცველს, ლუის ალბერტოს ამ ზაფხულს რომაული კლუბიდან წასვლა უნდა.

როგორც ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, ესპანელით "რომა" ინტერესდებოდა, თუმცა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებაზე არ მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლაციოს" პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო 28 წლის შუახაზელთან განშორებას არ აპირებს, მიუხედავად მისდამი სერია ა-სა და ლა ლიგის კლუბების ინტერესისა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ლუის ალბერტოს 2025 წელს ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.