ავტორიზაცია

კუმანი: "მესი? თუ პრობლემა მოგვარებული ჯერ არ არის, ნერვიულობა გიწევს"

კუმანი: "მესი? თუ პრობლემა მოგვარებული ჯერ არ არის, ნერვიულობა გიწევს"
თარიღი 09 ივლ 2021, 15:41

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ლიონელ მესის კონტრაქტზე ისაუბრა.

„თუ პრობლემა ჯერაც არ არის გადაწყვეტილი, ნერვიულობა გიწევს. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ლაპორტა ამ საკითხს მოაგვარებს, იმიტომ რომ კლუბისთვისაც და ლა ლიგისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი აქ დარჩეს. 

ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მესიმ „ბარსელონაში“ ასპარეზობა გააგრძელოს.

ლაპორტამ მითხრა, რომ არ ვინერივულო. დარწმუნებულები ვართ, რომ ლეო მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის „ბარსელონაში“ დარჩენის სურვილს მუდმივად გამოთქვამდა. 

მესი კლუბისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და იმედია, აქ დარჩება. ვფიქრობ, ის უნდა დარჩეს, იმიტომ რომ კარიერის დასრულება სხვა გუნდში - არც ისე კარგი იქნება.“ - აღნიშნა კუმანმა./