არსენალი ვულვერჰემპტონისა და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველს უმიზნებს
"ვულვერჰემპტონისა" და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი, რუბენ ნევეში შეიძლება "არსენალის" ფეხბურთელი გახდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.
როგორც იწერება, "მეთოფეებმა" 24 წლის ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზეს.
ცნობისთვის, ნევეში "ვულვერჰემპტონს" 2017 წელს "პორტუდან" 18 მილიონ ევროდ შეუერთდა.