ავტორიზაცია

ვესტ ჰემმა შეიძლება პსჟ-ს გოლკიპერი ინათხოვროს

ვესტ ჰემმა შეიძლება პსჟ-ს გოლკიპერი ინათხოვროს
თარიღი 09 ივლ 2021, 22:16

"ვესტ ჰემი" მზად არის "პსჟ"-ს გოლკიპერი, ალფონსო არეოლა ინათხოვროს, წერს Foot Mercato.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ფრანგი "პსჟ"-ში პირველი მეკარის ადგილისთვის ვერ იბრძოლებს, რადგან ძალიან მალე პარიზელებს იტალიის ნაკრების კარის დარაჯი, ჯანლუიჯი დონარუმა შეუერთდება.

არეოლას "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება.

2020/21 წლების სეზონში ფრანგმა მეკარემ იჯარით "ფულჰემში" იასპარეზა, რომლის მაისურითაც პრემიერ ლიგაში 36 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაუშვა.