ავტორიზაცია

ევერტონის თავდამსხმელი უოტფორდში გადავიდა

ევერტონის თავდამსხმელი უოტფორდში გადავიდა
თარიღი 09 ივლ 2021, 22:18

"უოტფორდმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით თავდამსხმელ ჯოშუა კინგთან 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

29 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი "ევერტონში" გაატარა, სადაც ზამთარში "ბორნმუთიდან" გადავიდა. ახლა კი, "უოტფორდს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გასულ სეზონში კინგმა პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, თუმცა შედეგიანობით თავი არ გამოუჩენია. «