ავტორიზაცია

ჰერენვენმა მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ინათხოვრა

ჰერენვენმა მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ინათხოვრა
თარიღი 09 ივლ 2021, 23:34

"ჰერენვენმა" "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, ფილიპ სტევანოვიჩი ინათხოვრა.

18 წლის სერბი უახლოეს ორ სეზონს ჰოლანდიურ კლუბში გაატარებს.

"ქალაქელებმა" სტევანოვიჩი 2021 წლის იანვარში "პარტიზანიდან" 8,5 მილიონ ევროდ იყიდეს.

2020/21 წლების სეზონში ახალგაზრდა შუახაზელმა "პარტიზანში" იასპარეზა, სადაც 33 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.