ავტორიზაცია

F*ck you ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში - ვერატი ევრო 2020-ის ფინალში "ძველ მეგობარს" შეხვდება

F*ck you ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში - ვერატი ევრო 2020-ის ფინალში "ძველ მეგობარს" შეხვდება
თარიღი 10 ივლ 2021, 11:18

იტალიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებების საფინალო შეხვედრას მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბიორნ კუიპერსი განსჯის.

შეგახსენებთ, რომ დანიელი არბიტრი მსაჯობდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "მანჩესტერ სიტისა" და "პარი სენ-ჟერმენის" საპასუხო მატჩში.

აღნიშნულ დაპირისპირებაში მოხდა არაერთი საკამათო ეპიზოდი, მათ შორის ის, რაც მარკო ვერატიმ თამაშის დასრულების შემდეგ მოყვა.

იტალიელი ცენტრალური ნახევარმცველის მტკიცებით, სკანდინავიელმა რეფერიმ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:

"კუიპერსმა უხეშად მომმართა და ორჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. მე რომ იგივე მექნა, 10-მატჩიან დისკვალიფიკაციას მომცემდნენ".

პრესაში ვრცელდება სხვადასხვა თეორიები, რომლის თანახმადაც, 48-წლის მსაჯმა რეალურად უთხრა "პსჟ"-ს ჰავბეკს "F*ck you".

როგორც ვხედავთ, კვირას, 11 ივლისს, "სკუადრა აძურას" ექვსიანი "ძველ მეგობარს" კიდევ ერთხელ შეხვდება, ამჯერად ევრო 2020-ის ფინალში.