ავტორიზაცია

ნიცა რომას თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ნიცა რომას თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
თარიღი 10 ივლ 2021, 11:20

"რომას" თავდამსხმელმა, ჯასტინ კლუივერტმა კარიერა შეიძლება საფრანგეთში გააგრძელოს.

როგორც YohZe იტყობინება, "ნიცა" 22 წლის ჰოლანდიელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა შემტევის სატრანსფერო ფასი 14 მილიონ ევროს შეადგენს.

2020/21 წლების სეზონში კლუივერტი იჯარით "ლაიფციგში" ირიცხებოდა, სადაც 27 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.