ავტორიზაცია

რომა საუთჰემპტონის მცველის ტრანსფერზე მუშაობს

რომა საუთჰემპტონის მცველის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 10 ივლ 2021, 11:29

"საუთჰემპტონის" მცველმა, იანიკ ვესტერგორმა კარიერა შეიძლება სერია ა-ში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის დანიელით "რომა" ინტერესდება. იტალიურმა კლუბმა "წმინდანებთან" მოლაპარაკებები დაიწყეს.

გასულ სეზონში ვესტერგორმა პრემიერ ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.

ევრო 2020-ზე მცველმა დანიის ნაკრების 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს.