ავტორიზაცია

ლაციო მომავალ კვირაში ნაპოლის ექს-მცველის ტრანსფერს დაადასტურებს

ლაციო მომავალ კვირაში ნაპოლის ექს-მცველის ტრანსფერს დაადასტურებს
თარიღი 10 ივლ 2021, 11:33

"ნაპოლის" ყოფილი მცველი, ელსეიდ ჰიუსაი "ლაციოსთან" გააფორმებს კონტრაქტს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, რომაული კლუბი 27 წლის ალბანელის ტრანსფერს მომავალ კვირაში დაადასტურებს. ფეხბურთელის კონტრაქტი 2026 წლამდე იქნება გათვლილი.

ჰიუსაი "ნაპოლის" ღირსებას 2015 წლიდან 2021 წლამდე იცავდა. 30 ივნისს მას ნეაპოლელებთან კონტრაქტი ამოეწურა.

გასულ სეზონში ჰიუსაიმ 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი ასისტი გააკეთა და ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.