ტოტენჰემი პორტუს ნახევარმცველში 20 მილიონ ევროს იხდის
"პორტუს" ნახევარმცველმა, ვიტორ ფერეირა ვიტინიამ კარიერა შეიძლება "ტოტენჰემში" გააგრძელოს.
როგორც Mercado Azul იტყობინება, 21 წლის პორტუგალიელის აგენტი, ჟორჟე მენდეში ლონდონურ კლუბთან 20 მილიონ ევროიან ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
2020/21 წლების სეზონი ვიტინიამ იჯარით "ვულვერჰემპტონში" გაატარა. ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 23 მატჩში მან 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.
"პორტუსთან" ახალგაზრდა ნახევარმცველს კონტრაქტის ვადა 2024 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 7 მილიონ ევროს შეადგენს.