ავტორიზაცია

ტოტენჰემი პორტუს ნახევარმცველში 20 მილიონ ევროს იხდის

ტოტენჰემი პორტუს ნახევარმცველში 20 მილიონ ევროს იხდის
თარიღი 10 ივლ 2021, 11:39

"პორტუს" ნახევარმცველმა, ვიტორ ფერეირა ვიტინიამ კარიერა შეიძლება "ტოტენჰემში" გააგრძელოს.

როგორც Mercado Azul იტყობინება, 21 წლის პორტუგალიელის აგენტი, ჟორჟე მენდეში ლონდონურ კლუბთან 20 მილიონ ევროიან ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

2020/21 წლების სეზონი ვიტინიამ იჯარით "ვულვერჰემპტონში" გაატარა. ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 23 მატჩში მან 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.

"პორტუსთან" ახალგაზრდა ნახევარმცველს კონტრაქტის ვადა 2024 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 7 მილიონ ევროს შეადგენს.