ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონამ კარლეს ალენია გაყიდა

ოფიციალურად: ბარსელონამ კარლეს ალენია გაყიდა
თარიღი 10 ივლ 2021, 11:47

"ბარსელონას" ნახევარმცველი, კარლეს ალენია "ხეტაფეში" გადავიდა, იუწყება კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი.

შეთანხმების თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 23 წლის ესპანელის უკან შესყიდვის უფლება ექნებათ. აგრეთვე, მისი ნებისმიერი შემდგომი ტრანსფერიდან მიღებული თანხის 50% ეკუთვნის.

ალენია "ბარსას" აღზრდილია. გასული სეზონის პირველი ნახევარი მან კატალონიაში გაატარა, სადაც 5 მატჩი ჩაატარა. მეორე ნახევარში ალენია იჯარით "ხეტაფეში" ირიცხებოდა - 22 მატჩი, 2 გოლი და 2 ასისტი.

Transfermarkt-ის ვერსიით, ალენიას სატრანსფერო ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს.