ავტორიზაცია

ბაიერნი პსვ ეინდჰოვენის გარემარბით ინტერესდება

ბაიერნი პსვ ეინდჰოვენის გარემარბით ინტერესდება
თარიღი 10 ივლ 2021, 11:54

"პსვ"-ს გარემარბმა, კოდი გაკპომ "ბაიერნის" ყურადღება მიიპყრო.

მიუნხენელებმა ჰოლანდიის ნაკრების 22 წლის დებიუტანტის თაობაზე ეინდჰოვენელებს უკვე მიმართეს.

თავად გაკპოსა და "პსვ"-ს სურთ, რომ ფეხბურთელი კლუბში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს. კონტრაქტის ვადა მას 2025 წლის ივნისში ეწურება.

გასულ სეზონში გაკპომ ერედივიზიონში 23 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 ასისტიც მიითვალა.