ავტორიზაცია

იტალიასთან მატჩის წინა დღეს, ინგლისის ნაკრების მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა ვარჯიში გამოტოვა

იტალიასთან მატჩის წინა დღეს, ინგლისის ნაკრების მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა ვარჯიში გამოტოვა
თარიღი 10 ივლ 2021, 16:41

„მან სიტის“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა, ევრო 2020-ს ფინალის წინ, თავისი გუნდის ვარჯიში გამოტოვა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, მატჩის წინა ვარჯიში დღეს, 10 ივლისს გაიმართა და მასში ფოდენმა მონაწილეობა უმნიშვნელო დაზიანების გამო ვერ მიიღო.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა გარისკვა არ ისურვა და ამიტომ, ფოდენს განცალკევებით ვარჯიში დაავალა.

ინგლისის ნაკრების სხვა ყველა ფეხბურთელმა უპრობლემოდ, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე ივარჯიშა და მატჩისთვის მზადებას აგრძელებენ.

საინტერესოა, რომ ვარჯიშის შემდეგ, ინგლისის ნაკრების ყველა ფეხბურთელს, მათ შორის ფოდენსაც, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ.

ევრო 2020-ს ფინალი ხვალ, 11 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება და მასში ინგლისისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.