ავტორიზაცია

ინგლისელი ქომაგების გამო, უეფამ ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია დასაჯა

ინგლისელი ქომაგების გამო, უეფამ ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია დასაჯა
თარიღი 10 ივლ 2021, 16:44

უეფამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის (FA) დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

ევრო 2020-ს ნახევარფინალში, დანიასთან მატჩში, ინგლისელი გულშემატკივრების ქმედებების გამო, ფეხბურთის ფედერაცია 30 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

ასეთი გადაწყვეტილება უეფამ იმის გამო მიიღო, რომ ინგლისელი ქომაგები დანიის ჰიმნის შესრულებისას გამაყრუებლად უსტვენდნენ, შემდეგ კი, როცა ჰარი კეინი პენალტს ასრულებდა, კასპერ შმეიხელს თვალებში ლაზარს ანათებდნენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა 7 ივლისს, ლონდონის სტადიონ „უემბლიზე“ გაიმართა. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებითში კი ჰარი კეინმა პენალტის გაცუდების შემდეგ დამატებაზე შეაგდო და ინგლისის ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.