ავტორიზაცია

"მარსიალი ვარსკვლავია?!" - კურტუას სთხოვეს, დაესახელებინა 3 ვარსკვლავი, რომელიც ევრო 2020-ს ტოვებს, თუმცა მან მხოლოდ ერთი დაასახელა

"მარსიალი ვარსკვლავია?!" - კურტუას სთხოვეს, დაესახელებინა 3 ვარსკვლავი, რომელიც ევრო 2020-ს ტოვებს, თუმცა მან მხოლოდ ერთი დაასახელა
თარიღი 10 ივლ 2021, 17:16

ბელგიის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ მეკარის, ტიბო კურტუას აზრით, ფრანგი ანტონი მარსიალი ვარსკვლავი არ არის.

თანამემამულე იან ვერტონგენთან საუბრის დროს, კურტუას სთხოვეს, დაესახელებინა სამი ვარსკვლავი, რომელიც ევრო 2020-ს ტოვებს. კურტუამს ამის ნაცვლად მხოლოდ ერთ დაასახელდა: სერხიო რამოსი.

თავის მხრივ, ვერტონგენმა თავის სიაში ანტონი მარსიალი დაასახელა, რაზეც კურტუამ უპასუხა: „მარსიალი ვარსკვლავია?“ 

ევრო 2020-ზე ბელგიის ნაკრები მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც იტალიასთან 2:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

რაც შეეხება მარსიალს, ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2015 წელს, „მონაკოდან“ გადავიდა, რომელშიც ორი წელი გაატარა.