» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

დაბრუნება მშობლიურ ბუდეში: ზურაბ ხიზანიშვილი რამდენიმე წლიანი უცხოური კარიერის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს



ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ზურაბ ხიზანიშვილი ბოლნისის "სიონში" ითამაშებს. ეს ყოველივე თვითონ სპორტსმენმაც დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ხიზანიშვილს წელს დაუმთავრდა კონტრაქტი თურქულ "ქაიზერისპორთან" და გარკვეული დროის განმავლობაში უგუნდოდ იყო. ახლა კი მან ნახა ის ადგილი, სადაც უახლოეს მომავალში ბურთს გააგორებს. ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ ქართველი მცველის შესახებ. თუმცა, არ იფიქროთ, რომ აქ თავს მოიყრის უბრალო ფაქტები და წლები ხიზანიშვილის კარიერიდან. არც ის გეგონოთ მშრალად გესაუბრებით მისი ბიოგრაფიის შესახებ. არა! ეს უინტერესო იქნება თქვენთვისაც და მეც ხალხისთვის რაიმე ახლის, პიკანტურის შეტყობინების "მუღამი" გამიქრება. ასე რომ, მინდა მოგითხროთ ზურაბის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ სტატისტიკითა და სხვა საინტერესო რიცხვებითურთ. კარიერის საწყისებთან: მშობლიურ ბუდეში ხიზანიშვილმა არც ისე დიდი დრო საქართველოში. მან თითო-თითო წელი ითამაშა თბილისის "დინამოს", "ნორჩი დინამოელის" და "ლოკომოტივის" შემადგენლობაში. საგულისხმოა, რომ პირველ მათგანში ზურაბის მამა, ნოდარ ხიზანიშვილი გამოდიოდა. ეს ის დრო იყო, როცა "დინამო" წარმატების მწვერვალებს იპყრობდა. ყველაფერი ისე ჩანდა, რომ ზურაბი ქართული გუნდების ცვლასთან ერთად ნელ-ნელა წინ მიიწევდა და თავისი საქმის უფრო დიდი ოსტატი ხდებოდა. აკაკი წერეთელს დავესესხები სიტყვას და: "მაგრამ, ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს გან?!" არც ჩვენი სტატიის მთავარი გმირი გაახარაა სოფელმა ბოლომდე, რადგან ზურაბმა "ლოკომოტივში" თამაშის დროს ტრავმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ სპორტსმენს რამდენიმე ხანი მოუხდა უქმობა, განგებამ ბოლომდე მაინც არ დაჩაგრა იგი. დაჩაგრა კი არა, გამოჯანმრთელების შემდეგ ხიზანიშვილით ისეთი მწვრთნელი დაინტერესდა, როგორიც არსენ ვენგერია. "მეთოფეთა" გარდა, "ლოკომოტივის" ფეხბურთელის მიმართ ინტერესი პრემიერ-ლიგის ორმა გუნდმა:"ვესტ ჰემ იუნატიედმა" და "ფულემმა" გამოთქვეს. მიუხედავად სამი ინგლისური კლუბის რადარზე მოხვედრისა, ხიზანიშვილმა ვერცერთი მათგანის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. შორს, საზღვრებს გარეთ ზურას პირველი უცხოური კლუბი "დანდი" იყო, სადაც 2001 წელს გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ხიზანიშვილი შოტლანდიურ გუნდში ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ნემსაძის დახმარებით მოხვდა. ეს უკანასკნელი წლების მანძილზე "დანდის" მოთამაშე იყო და რამდენიმე ხანი კაპიტნის სამკლაურიც ეკეთა. თუმცა, ხიზანა სულაც არ ჰგავდა უსუსურ, ვიღაცის პატრონობის ქვეშ მყოფ ფეხბურთელს. მან მალე დაამტკიცა, რომ ნაცნობობის გამო არ მოუყვანიათ კლუბში. მისმა თამაშმა ძალიან ბევრი მოხიბლა. ბრტყელ-ბრტელ სიტყვებს თავს დავანებებ და ამის დასამტკიცებლად რეალურ ფაქტს მოგიყვანთ: შოტლანდიურმა გაზეთმა "კურიერმა" იგი არც მეტი არც ნაკლები რიო ფერდინანდს შეადარა. წარმატებამაც აღარ დააყოვნა. სად აფასებენ ისე ნიჭს, როგორც ბრიტანეთში. მოკლედ, 21 წლის ფეხბურთელი, 2003 წელს გლაზგოს "რეინჯერსში" გადავიდა. მართალია ფეხბურთელსა და ახალ კლუბს შორის შეთანხმება მოხერხდა, მაგრამ ამ ტრანსფერმა "დანდის" მესვეურები ძალიან გაანაწყენა, რადგან ახალი სატრანფერო წესების გამო, ერთ მილიონ ფუნტად შეფასებული ფეხბურთელის სანაცვლოდ ხიზანიშვილის ყოფილი კლუბის მესვეურებს საჭირო კონპენასაცია არ მიუღიათ. აქვე გეტყვით რომ, მცველი, შოტლანდიურ გრანდში "რეინჯერსიდან" "ბლექბერნში" გადასული, ლორენცო არმუსოს ნაცვლად მოიყვანეს. ქართველებისთვის სამწუხაროდ, როგორიც სატრანსფერო პროცესი იყო, დაახლოებით ისეთივე აღმოჩნდა ხიზანიშვილის კარიერა "რეინჯერსში". თავიდან ზურამ "აირბოქსზე" ფეხი მოიკიდა. მიუხედავად 35 ჩატარებული თამაშისა, მეორე სეზონში ხიზანიშვილმა უკანა პლანზე გადაიწია და არც თუ ისე საჭირო ფეხბურთელი გახდა გუნდისთვის. ამერიკული გამოცემა BBC SPORT 2005 წლის ზაფხულზე აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ მეორე, ოღონდ უკვე, ძალიან არაწარმატებული წლის შემდეგ ხიზანიშვილის სამსახურით "შალკე 04" და "პორტსმუთი" დაინტერესდნენ. ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, როცა დედაქალაქურმა გუნდმა ახალი ფეხბურთელები: პიერ-ფარფანი, ჰემდანი, მიურეი და როდრიგესი დაიმატა. ამ ყოველივეს შემდეგ ხიზანიშვილს ნამდვილად აღარ აწყობდა გუნდში გაჩერება, რადგან ისედაც სათამაშო პრაქტიკას მოკლებულ ფეხბურთელს, კიდევ უფრო მეტი კონკურენტი გაუჩნდა. რამდენიმე კლუბის (მათ შორის, ზემოთ ხსენებული) დაინტერესების შემდეგ, ზურა საბოლოოდ 2005 წელს "ბლექბერნ როვერსში" გადავიდა. უფრო რომ დავკონკრედეთ, ქართველი ფეხბურთელი "პრემიერ-ლიგის" გუნდში იჯარით გადავიდა, თუმცა 2006 წლის გაზაფხულზე ხიზანიშვილი "ბლექბერნის" სრულფასოვანი წევრი გახდა. გამოსასყიდ თანხად, "პრემიერ ლიგურმა" გუნდმა ნახევარი მილიონი ფუნტი გადაიხადა. საგულისხმოა, რომ ინგლისური კარიერის პირველ წელს ქართველმა მცველმა ორი გოლი გაიტანა, რაც, ზოგადად, ამ ქვეყნის ძირითად ჩემპიონატში მოთამაშე მცველისთვის არც ისე ცუდი შედეგია. ერთხელ ზურამ "მანჩესტერ სიტის" კარის ბადე შეარხია, ხოლო მეორედ კი შედარებით უფრო სუსტი მეტოქის, ჰადერსფილდ თაუნის" მეკარე დაამწუხრა. [jwplayer player="1" mediaid="68195"] "ბლექბერნში" ხიზანიშვილმა მთლიანობაში ოთხი წელი გაატარა და 62 თამაშში მიიღო მონაწილეობა. 2005/2006 და 2006/2007 წლების სეზონში იგი რეგულარულად თამაშობდა ძირითადში, თუმცა ბოლო ორ სეზონში ინგლისური კლუბის სათავეში მდგომი სამი სპეციალისტიდან უკვე აღარცერთი აღარ უცხადებდა მას დიდ ნდობას. შედეგად, იგი 2009 წლის ზაფხულში "ნიუკასლში" იჯარით გადავიდა. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო, რადგან ხიზანიშვილმა აქ მხოლოდ სამი თვე გაატარა. "ნიუკასლურ" კარიერაში დროის სიმცირიდან გამომდინარე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ზემოთ ხსენებული სამი თვის შემდეგ ქართველი მცველი ისევ იჯარით (წელიწად-ნახევრიანი არენდი) "რედინგში" გადავიდა. მეტ-ნაკლებად კარგი მოგონებები "რედინგულ" კარიერაში ისევ "მანჩესტერ სიტის" უკავშირდება: მან 2011 წლის 11 მარტს მთელი 90 წუთი ითამაშა მანჩესტერულ კლუბთან, თუმცა მისი გუნდი ამ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ზურას არც წარუმატებელი თამაშები მოჰკლებია: ამ მხრივ გამოსარჩევია იმავე 2011 წელს "სუონსისთან" დაპირისპირება ჩემპიონშიპის" პლეი-ოფში. ეს მატჩი ხიზანიშვილმა ძირითადში დაიწყო, თუმცა მე-20 წუთზე სულელური თერთმეტმეტრიანი აიკიდა. ამ შეხვედრაში ხიზანიშვილმა კიდევ ბევრი შეცდომა დაუშვა და საბოლოო შეხვედრის იმედგაცრუებად დასახელდა. საბოლოო ჯამში, მან "რედინგში" 29 მატჩი ითამაშა, აქედან 24 ჩემპიონშიფში. 2011 წელს ხიზანიშვილმა "ბლექბერნი" ოფიციალურად დატოვა. ქართველი ფეხბურთელი მის გუნდში თანამემამულემ, შოთა არველაძემ მიიწვია. ეს უკანასკნელი თურქული "ქაიზერისპორის" მთავარი მწვრთნელის თანამდებოაზე იყო. შედეგად, იგი თურქულ გუნდში გადავიდა, სადაც სამი წლის განმავლობაში ითამაშა. მან ჯამში 75 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ამ ზაფხულს კი მას კონტრაქტი ამოეწურა და იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო თავისი კარიერული წინსვლა. როგორც ფეხბურთელმა განაცხადა, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ლადო ბურდულმა, რომელიც ახლა ბოლნისის "სიონის" მწვრთნელია, მის გუნდში თამაში შესთავაზა და ხიზანიშვილიც ამ წინადადებას დათანხმდა. არ არის გამორიცხული, რომ ზურა საქართველოს ჩემპიონატის მომდევნო ტურშივე გამოჩნდეს ბოლნისელთა რიგებში. 14 წელი ნაკრებში და ორ მწვრთნელთან კონფლიქტი რაც შეეხება ხიზანიშვილის სანაკრებო კარიერას, ამ ფეხბურთელმა ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა და 1999 წელს ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგო. უნდა ითქვას, რომ ზურა ამ დროის მანძილზე გუნდის შეუცვლელი ფიგურა იყო, რადგან ჩატარებული 90 მატჩიდან მან 88 დაიწყო ძირითადში. თუმცა, ზურამ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. მთლიანად ნაკრების დონიდან გამომდინარე, ხიზანიშვილს წარმატებული სანაკრებო კარიერა ჰქონდა თუ არ ჩავთვლით იმ ორ დაპირისპირებას, რომელიც მას მწვრთნელებთან მოუვიდა. პირველ ჯერზე უთანხმოება 2007 წელს კლაუს ტოპმიოლერთან ჰქონდა. თუმცა, კლაუსის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, დროებითმა მწვრთნელმა პეტარ სეგრტმა იგი ნაკრებში დააბრუნა. 2013 წელს კი თემურ ქეცბაიასთანაც მოუვიდა ქიშპი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მატჩის წინ როცა ხიზანიშვილმა გაიგო, რომ მთავარი მწვრთნელი მას ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდა, მის თანაგუნდელებთან ერთად ავტობუსშიც აღარ ასულა. შესაბამისად, იმ შეხვედრაზე აღარც სათადარიგოთა შორის ყოფილა. ამ მიზეზს რიგი უთანხმოებები დაემატა და, საბოლოოდ, გასულ წელს ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. კახა ყიფიანი, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სიმეონემ პრემიერ ლიგაში სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

არ არის გამორიცხული, "ატლეტიკომ" ზაფხულში "ჩელსის" ფეხბურთელი იყიდოს.

დღეს, 22:21

მიულერის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"ბაიერნის" თავდამსხმელის, ტომას მიულერის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია.

დღეს, 21:57

ნოიერმა ბაიერნს მოთხოვნა წაუყენა, შეთანხმება ვერ ხერხდება

"ბაიერნი" და გოლკიპერი, მანუელ ნოიერი ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.

დღეს, 21:48

იუვენტუსის შეთავაზება: 55 მლნ ფუნტი და ორი ფეხბურთელი პოგბას სანაცვლოდ

"იუვენტუსი" მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.

დღეს, 21:40

ჰაკიმის პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 21:26

მანჩესტერი პოგბას პოტენციურ შემცვლელში კოლოსალურ თანხას იხდის

დიდი ალბათობით, პოლ პოგბა ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს დატოვებს.

დღეს, 20:41

მოლაპარაკებები დაწყებულია: ლევან კორღალიძე კვლავ ეროვნული ლიგის გუნდს გაწვრთნის?

გუშინ, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან კორღალიძემ ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 20:32

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

დღეს, 18:27

კორონავირუსის გამო, ფეხბურთელთა ფასები დაეცემა - პოგბა "კაპიკები" ეღირება?

კორონავირუსის პანდემია და მისი შედეგები საფეხბურთო ბიზნესზე ძალიან ისახება.

დღეს, 18:11

სანამ მსოფლიოში კარანტინია, რონალდინიო ციხეში მშვენივრად ერთობა [VIDEO]

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ბრაზილიელი რონალდინიო პარაგვაის ციხეში.

დღეს, 18:05

მაქსი ლოპესმა სოციალურ ქსელში იკარდი და ვანდა ნარა მიწასთან გაასწორა

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, მაურო იკარდიმ და მისმა მეუღლემ, ვანდა ნარამ, კორონავირუსის დროს პარიზის დატოვება და მილანში გამგზავრება გადაწყვიტეს.

დღეს, 18:00

ხაბიბი: "კორონავირუსი არის ღვთის სასჯელი - მას სთხოვეთ პატიება"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 17:47

ფერგიუსონი - ხაბიბს: "18 აპრილი ახლოსაა, შენ კი რუსეთში მიიმალე"

UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა.

დღეს, 17:44

ლაუტაროს ტრანსფერი ბარსელონაში პრაქტიკულად ჩაიშალა

„ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შესაძლოა არც შედგეს.

დღეს, 17:39

ზიდანმა ობამეიანგს დაურეკა - ტრანსფერი ახლოვდება?

„არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ზაფხულში შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადაბარგდეს.

დღეს, 17:24

ჯანფრანკო ძოლამ საუკეთესო პარტნიორი და ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფანჯრანკო ძოლამ, საუკეთესოები დაასახელა.

დღეს, 17:21

უკრაინელმა ფეხბურთელმა დაასახელა ერთადერთი ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ვალერი ლობანოვსკი პატივს სცემდა

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ გოლოვკომ, ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 17:14

მანჩესტერ სიტის გვარდიოლას პოტენციური შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

„მანჩესტერ სიტი“ განაგრძობს ხოსეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლისთვის მზადებას.

დღეს, 17:05

"მინდა, მომავალში შვიდნომრიანი მაისური მოვირგო", - გრიზმანი ბარსადან წასვლას არ აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გულშემატკივართა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

დღეს, 16:41

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ოფიციალურად: ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განახლებული სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე ჩაიბარებს.

დღეს, 16:04

მანჩესტერ სიტი არსენალს მის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ პირადი გამოძიება ჩაატარა.

დღეს, 15:31

"კლოპის ლივერპული დიდი გუნდი არ არის", - მერსისაიდელთა ვეტერანი

"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, იურგენ კლოპის ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:28

იუვენტუსი პსჟ-ს გაცვლას სთავაზობს

CalcioMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ-ჟერმენს" საკმაოდ საინტერესო გაცვლას სთავაზობს.

დღეს, 14:15

ხაბიბი: "ფერგიუსონს სხვა მეტოქე ეყოლება? არ ვარ წინააღმდეგი"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:05

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10