ავტორიზაცია

ბეშიქთაში ლესტერის თავდამსხმელის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის

ბეშიქთაში ლესტერის თავდამსხმელის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის
თარიღი 10 ივლ 2021, 20:43

"ბეშიქთაში" "ლესტერის" თავდამსხმელის, რაშიდ გეზალის შეძენას გეგმავს, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით სწორედ თურქულ კლუბში გაატარა.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

"ბეშიქთაშში" 29 წლის ალჟირელით კმაყოფილები არიან და მას 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, სეზონში 2,5 მილიონ ევროიანი ხელფასით, დამატებით ნახევარ მილიონს კი ბონუსების სახით.

2020/21 წლების სეზონში გეზალმა სტამბულელთა მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი პასი გააკეთა.