ავტორიზაცია

ოფიციალურად: ევრო 2020-ის 1/2 ფინალში ფანების ქმედებების გამო, უეფამ ინგლისი დასაჯა

ოფიციალურად: ევრო 2020-ის 1/2 ფინალში ფანების ქმედებების გამო, უეფამ ინგლისი დასაჯა
თარიღი 10 ივლ 2021, 22:41

უეფამ ევრო 2020-ის 1/2 ფინალში ინგლისსა და დანიას (2:1 დ.დ) შორის გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებულ დისციპლინარულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ასე და ამგვარად, ინგლისის ფეხბურთოს ასოციაცია გულშემატკივრების მიერ ლაზერის გამოყენების, ეროვნული ჰიმნების შესრულების დროს არეულობების მოწყობისა და პიროტექნიკის გამოყენების გამო 30 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

მოგეხსენებათ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი იტალიას დაუპირისპირდება.

გადამწყვეტი შეხვედრა ხვალ, ლონდონში, სტადიონ "უემბლიზე", თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.