ავტორიზაცია

VIDEO: და აი ესეც მოხდა, ოცნება ახდა — მესიმ არგენტინასთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო!!!

VIDEO: და აი ესეც მოხდა, ოცნება ახდა — მესიმ არგენტინასთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო!!!
თარიღი 11 ივლ 2021, 06:39

არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილია ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი აღნიშნული შეხვედრის 22-ე წუთზე ანხელ დი მარიამ გაიტანა, რომელმაც ბრაზილიელთა კიპერს, ედერსონს ბურთი თავზე გადაუგდო.

ასე და ამგვარად, "ალბისელესტემ" კოპა ამერიკა ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო. უკანასკნელად არგენტინელები ჩემპიონები 1993 წელს გახდნენ.

არგენტინელთა კაპიტან ლიონელ მესისთვის ეს ეროვნული გუნდის რიგებში მოპოვებული პირველი ტიტულია.

ცნობისთვის, აქამდე, ნაკრებთან ერთად 34 წლის მესის ერთადერთი მიღწევა 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობა გახლდათ.

ვიდეომიმოხილვა