VIDEO: ჩაშლილი სანახაობა - მაკგრეგორმა მოიტეხა კოჭი, ბრძოლა შეჩერდა, გამარჯვება პორიეს გადაეცა
UFC-ის 264-ე ღონისძიების მთავარ ბრძოლაში კონორ მაკგრეგორი შეხვდა დასტინ პორიეს და ეს ივენთი ჩაშლილ სანახაობად იქცა.
საქმე ისაა, რომ ძალიან სანახაობრივი დასაწყისის შემდეგ, ირლანდიელმა პირველ რაუნდში მოიტეხა კოჭი, რის შედეგადაც ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.
გამარჯვება ავტომატურად გადაეცა ამერიკელს, რითაც მათი ტრილოგია პორიეს სასარგებლოდ, 2:1 დასრულდა.