VIDEO: ასეთი ბედნიერი მესი აქამდე არ გვინახავს — როგორ აღნიშნა ლეომ კოპა ამერიკის მოგება?

არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.
34 წლის მესისთვის ეს ტიტული "ალბისელესტეს" მაისურით პირველი აღმოჩნდა. ამ ტურნირზე ლეომ 7 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა (საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და ასისტენტიც).
არგენტინელმა კოპა ამერიკის მოგება გასახდელში გიჟურად აღნიშნა: თასთან ერთად ცეკვავდა თანაგუნდელების წრის შუაგულში, რომლებიც სკანდირებდნენ და მღეროდნენ.
ძალიან თბილად ეხუტებოდა თასს: